ვალეს საბაჟო ტერმინალი

ქალაქი ვალე მდებარეობს  სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, 12 კმ-ით დაშორებულია ქალაქ ახალციხიდან და მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თურქეთის საზღვართან. მისი მოსახლეობა შეადგენს 5,031 (2014 წლის მონაცემებით). ვალე წარმოადგენს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს თურქეთის სოფელ Türkgözü-ში გადასასვლელად, რომელიც პოსოფის რაიონში მდებარეობს.
ქალაქი მდინარე ფოცხოვის (მტკვრის შენაკადი)  მარჯვენა ნაპირზე,  მცირე კავკასიის ფერდობებზე ზღვის დონიდან 1,000-1,200 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ვალე პირველად  სოფლის სტატუსით მე-10 საუკუნის ჩანაწერებში გამოჩნდა.  საბჭოთა ეპოქაში ის ქვანახშირის ინდუსტრიის ცენტრს წარმოადგენდა და ქალაქის სტატუსი 1962 წელს მიენიჭა.
ვალეში მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის შუა საუკუნეების ქართული ეკლესია,რომელიც   მე-10 საუკუნეში აშენდა, მაგრამ მე-16 საუკუნეში მოხდა მისი, როგორც სამნავიანი ბაზილიკის რეკონსტრუქცია.
ვალე ტრასეკას სატრანსპორტო დერეფნისათვის ძალიან საინტერესო პუნქტს წარმოადგენს   საქართველო-თურქეთის საზღვარზე მისი მდებარეობის გამო. ვალე გადატვირთვის წერტილია ცენტრალური თურქეთიდან ყაზახეთისა და შუა აზიისაკენ მიმავალი ტვირთებისათვის; ხდება ტვირთის გადმოტვირთვა მანქანებიდან და მისი დატვირთვა სარკინიგზო ვაგონებში და პირიქით (მაგ. მარცვლეული და ქვანახშირი ყაზახეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთისაკენ, ჩრდილოეთ ერაყისა და ირანისაკენ).
AGTD ვალეში უკვე აშენებს საბაჟო დანიშნულების სასაწყობო ობიექტს კონტეინერებისა და სხვადასხვა ტვირთების შესანახად, ასევე  ლოგისტიკური და სხვა მომსახურების უზრუნველსაყოფად.  Ulevi Terminal Systems ესაა AGTD-ს  შვილობილი კომპანია, რომელიც შეიქმნა ტერმინალის მართვის მიზნით. ვალეს საბაჟო ტერმინალი ამოქმედდება 2015 წლის ბოლოს.